იმიტომ, რომ დღეს…

ვან გოგიავ!

გილოცავ სხვა რა გითხრა აბბა დღეს?! :სულორიგინალურივერიქნებიკაცი:

წელს მნიშვნელოვანი წელი გაქვთ ოჯახში და დარწმუნებული ვარ ყველაფეირ კარგად იქნება… და ძალიან კარგი წელი იქნება წინ. შეიძლება თავიდან დამღლელი, მაგრამ შენ რა დაგღლის?!  მერე მეც ჩამოვალ და გავიცნობ პატარა გოგია-სამადაშვილს, ჯერ თქვენც რომ არ გაგიცნიათ ოფიციალურად 🙂

მოკლედ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ… ბარათად კიდევ ჩემს თავს გიგზავნი, ბუშტებიანს. ეს სულ პირველი წელია ჩვენი სიკეთის დღის და სურვილების გაფრენის და ა.შ. (ამის რა პასუხია და ამ ტრადიციას მაინც რამე უნდა მოვუხერხოთ, ესეთი გადასარევი რაღაც გვაქვს და მივიწყება არ ივარგებს მაგისი)

გკოცნი ბევრს

IMG_0400

მაკოს

IMG_20130702_170325

მაკო, მაკო, მაკო

გ-ი-ლო-ცა-ვ!!! მრავალს მრავალს დაესწარი… ძალიან მენატრები და ძალიან მინდა ეხლა მანდ. შენი შარშანდელი დაბადების დღე გამახსენდა, გენიალური ტორტით))

გკოცნი და იმედია წელსაც კარგად გაერთობი, საერთოდ, მე რას მიყურებ და უფრო გაერთ, თუ კაია 🙂

გკოცნი ბევრს და მენატრები,

პატარა

IMG_20130702_184550

Sun Dro-ს

სუნ დრიკ,

IMG_4234

შენთანაც მოვიდა აი ჩემი ღია ბარათი.

რამოდენიმე დღის წინ ძველ სიმღერებში ქექვა გადავწყვიტე და შენი ძველი რაღაც-რუღაცეები ამოვქექე – აი  song of other songs და sputnik that I missed. და დღეს გამახსენდა და დავფიქრდი და იმ დროინდელი არაა, როცა გაგიცანი? რამდენი ხნის წინ იყო, 5 წლის წინ, თუ რაღაც? ქერა კულულები რომ გქონდა და შენზე პატარა პრინცის ასოციაცია რომ გამიჩნდა J და რადიოსთვის ამინდის პროგნოზის რეპეტიციას რომ გადიოდი კოჯრიდან თბილისისკენ გზაზე (სხვა რომ არაფერი გავიხსენო მაგ დღიდან)

დიდი ხანია მგონი ახალი არაფერი დაგიწერია (თუ რაც ქვია) ან ჩემთვის არ გამომიგზავნია. დამაკლდა უცებ რამე ახალი შენგან – მიდდი, მიდდი რა Sun Dro! ^^ (რეკლამასაც გიწევ აქ თან, ჩემს ღია ღია ბარათების სამფლობელოში და fake empire-ში)

გკოცნი ბევრს,

ბარიამი (ამ სახელზე საავტორო უფლებები შენია კია)

დოკოს

IMG_4010 copyდოკრინ,

გილოცავ დაბადების დღეს!! ძალიან მინდა მანდ ვიყო და შემოვძახო ერთი გემრიელი ჰეფი ბიორზდეი და რამე გავაფუჭო შენთან ერთად, მაგრამ რას ვიზამთ… ისე ეხლა ვფიქრობდი და ბოლო პერიოდში, ბოლო 5 წელიწადში შენი მესამე დაბადების დღეა როდესაც მანდ არ ვარ… (მაგრამ ხო იცი, გულით და სულით შენთან ვარ)) )

ბევრ-ბევრს დაესწარი (ჩემთან ერთად, თუ კაია) და სულ ბედნიერი, გახარებული იყავი. ძალიან ძალიან მიყვარხარ და მენატრები!

მარიამი

დიდ მარიამს და დეთუს

IMG_4156

კუკუ!

როგორ ხართ? რამოდენიმე დღის წინ ამ მხატვრის (Albert Oehlen) გამოფენის გახსნაზე შევიჭყიტე და გადავწყვიტე თქვენთვის გამომეგზავნა ეს ბარათი. მგონია, რომ მოგეწონებოდათ (ბარათიც და გამოფენაც).

აქ ყველაფერი კარგადაა, ამინდი გამოვიდა, მთელი დღე მზეა და სითბო და დავბოდიალობ. კიდევ.. რავიცი, თათა ჩამოდის შაბათს და მიხარია ეგეც და ველოდები და სხვა ყველაფერი ძველებურადაა… მანდ რა ხდება? ძალიან მენატრებით და ჩვენი მანიაკალური კატან-რისკის თამაშში ღამის გათენებები და კიდევ სხვა ციყვობები და მაიმუნობები მომენატრა.

გკოცნით ბევრს,
პატარა მარიამი

 

მეტი ინფორმაცია და ყველა ბარათი აქ

პატარა სანდრიკოს

IMG_4161 copyგილოცავ დაბადების დღეს! მართალია, ჯერ პატარა ხარ იმისთვის, რომ ეს ბარათი წაიკითხო და შენი მშობლები თუ გადმოგცემენ ჩემს მილოცვას, მაგრამ მაინც! ეს ბარათი შენია და პირველიც კი აღმოჩნდი, ვისაც ჩემს ღია ბარათს ვუგზავნი (ახალი წესით).

იმედი მაქვს, ძალიან გაერთობი დაბადების დღეზე და ყოველთვის ბედნიერი და გახარებული იქნები.

როგორც ბობ დილანი იტყოდა:

“May God bless and keep you always, may your wishes all come true, may you always do for others and let others do for you.

May you build a ladder to the stars and climb on every rung, may you stay forever young!

May you grow up to be righteous, may you grow up to be true, may you always know the truth and see the lights surrounding you.

May you always be courageous, stand upright and be strong, may you stay forever young!

May your hands always be busy, may your feet always be swift, may you have a strong foundation when the winds of changes shift.

May your heart always be joyful and may your song always be sung, may you stay forever young!

გკოცნი ბევრს,

ბარო

 

ღია ბარათები ბარიამისგან/ Blog-Post Cards from Bariam

ღია ბარათები ბარიამისგან/ Blog-Post Cards from Bariam

8 ივნისი, 2013

თავში ანთებული ერთ-ერთი ნათურის განხორციელებას ვიწყებ და სანამ დავიწყებდე, გადავწყვიტე პატარა შესავალი გამეკეთებინა:

საქმე იმაშია, რომ ღია ბარათების გაგზავნის ჩვეულება ძალიან საინტერესო, კარგი და მისასალმებელია და ყოველთვის მომწონდა, ამიტომ ამჯერად გადავწყვიტე, ფოსტაზე (განსაკუთრებით, საქართველოს ფოსტაზე)  უფრო სწრაფი მეთოდებით მესარგებლა და თან ახალი ფუნქციაც გამომეძებნა ჩემი ბლოგი თუ რაღაცისთვის.

მოკლედ რა ხდება (მოხდება): პერიოდულად ჩემს ბლოგზე დავდებ სხვადასხვა ადამიანებისთვის განკუთვნილ ღია ბარათებს, თავისი მოკლე წერილებით. ღია ბარათების ერთ-ერთი დამახასიათებელი ხომ ზუსტად ეგაა – ღიაა, კონვერტში არ მალავ და თან ადგილის სიმცირის გამო ბევრსაც ვერ წერ…

იმედია, რამე საინტერესო გამოვა ამ წამოწყებიდან

____

I always liked the idea and the concept of sending postcards. And now I decided to use my blog for that purpose – considering that this should be more effective (at least faster) than the postal services (especially in Georgia).

Time after time, I will put some postcards for different people, with the short messages. This is characteristic for the postcards: it is open – you don’t usually put them in an envelope and considering the limited space for the letters, you try to keep your messages short.

Bariami

გამოქვეყნებული ბარათები/ published blog-post cards:

1. პატარა სანდროს (ქუთათელაძეს)

2. დიდ მარიამს და დეთუს

3. დოკოს

4.  sun dro-ს

5. Another Blog-Post Card

6. მაკოს

7. იმიტომ, რომ დღეს…

8. ჯიპას ბავშვებს

9. Per Francesco

10. A is for the address on the (ს-პონტა-ნური) letter

11. კუ-კუ

12. имитом ром дгес Катес дабадебис дгеа

13. Ciao Bella!