имитом ром дгес Катес дабадебис дгеа

webcam-toy-photo40

Aiiiiiiiiiiiiiiii, liebe Katence!

Срекен Роденден!!! გილოცავ!!!

Ich wuensch dir alles beste, vermisse dich und te sakam! Segljadame v Januar!

Pozdrav,
Mariam-Bariam

webcam-toy-photo39

P.S. this is another greeting card from the series of “Bariam’s Blog-Postcards”

კუ-კუ

კუ კუ!

გილოცავ აი! (აქაც)

ბევრ-ბევრებს დაესწარი!!!

ეს ფოტო მე და ფრანჩესკომ გადავიღეთ, ჯერ კიდევ ვენაში და სულ მავიწყდებოდა გამომეგზავნა – და აი, მშვენივრად გამომადგა ღია ბარათიზა 🙂

მაშინ კიდევ გამიკვირდა პიტნის ჩაიზე ნანა რომ ეწერა, ეხლა უკვე ბალკანეთგამოვლილმა ვნახე რომ აქაურ ენებზე ნანა-ნანე ქვია პიტნას )))

მოკლედ, ყველაფერი კარგი მისურვებია. მიყვარხარ ფრიად,
შენი უმცროსი და

P.S. ეს ბარათი მზად მქონდა უკვე, შენი გუშინდელი წუწუნი არაფერ შუაშია )))

 

DSCN0143

A is for the address on the (ს-პონტა-ნური) letter

webcam-toy-photo25

სერიიდან:

“ნინიკომ iPad იყიდა”, “მენატრებით”, “მულენში მინდა”, “აქ ფეხბურთია”, “იო (ჯერ არ) გამსახურდია”, “პუსწ ბიგუტ ნეუკლუჟა”, “ბასკის ჩინური სიმღერა”, “მამონტტტ, მამონტ”, “ტუსიკო სულ ფხიზელი”, “გუგული სულ სტუდენტი”, “მე აქ რაკია მაქვს”, “დოკო ჩამოვიდა გურიიდან? (და სოსო?)”,  “ავთოც თქვენთანაა?!”

კიდევ რა აღარ!
აღარ მახსოვს, რა ითქვა დღეს (პატარა ჭიქით და დიდი გულით და ისედაც)

webcam-toy-photo26

და კიდევ:

ძალიან ხმაურობთ!!! 

webcam-toy-photo31

სიყვარულით,

თქვენი მარიამი-ბარიამი

ჯიპას ბავშვებს

დაპირება დაპირებააო და აუცილებლად უნდა შეასრულო-ო!

ადრე როდესაც სიურპრიზი მომიწყეთ და გამახარეთ, დაგპირდით, რომ ევროპას   დავათვალიერებინებდი ამ სამაჯურს და არ გეგონოთ, რომ დამავიწყდა დანაპირები… ფოტოსაც დაგპირდით (იხ. ქვემოთ)

ეხლაც სტამბულში ვზივარ და გვერდზე მიდევს, თურქეთიც კი ვანახე, მეტი რაღა გავაკეთო (ამ პატარა გოგომ)?! და ხვალიდან მაკედონიასაც დავათვალიერებინებ

მოკლედ, ეს მაიმუნობა იქით იყოს და მენატრებით კია.. უცებ აი შეგეხმიანეთ, უცებ მეთქვა სამაჯური რომ თან მაქვს და რომ მახსენებს თქვენს თავს და ჯიპას სულ 🙂

გკოცნით და კიდევ შეგეხმიანებით მე და სამაჯური

DSCN0125

იმიტომ, რომ დღეს…

ვან გოგიავ!

გილოცავ სხვა რა გითხრა აბბა დღეს?! :სულორიგინალურივერიქნებიკაცი:

წელს მნიშვნელოვანი წელი გაქვთ ოჯახში და დარწმუნებული ვარ ყველაფეირ კარგად იქნება… და ძალიან კარგი წელი იქნება წინ. შეიძლება თავიდან დამღლელი, მაგრამ შენ რა დაგღლის?!  მერე მეც ჩამოვალ და გავიცნობ პატარა გოგია-სამადაშვილს, ჯერ თქვენც რომ არ გაგიცნიათ ოფიციალურად 🙂

მოკლედ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ… ბარათად კიდევ ჩემს თავს გიგზავნი, ბუშტებიანს. ეს სულ პირველი წელია ჩვენი სიკეთის დღის და სურვილების გაფრენის და ა.შ. (ამის რა პასუხია და ამ ტრადიციას მაინც რამე უნდა მოვუხერხოთ, ესეთი გადასარევი რაღაც გვაქვს და მივიწყება არ ივარგებს მაგისი)

გკოცნი ბევრს

IMG_0400

მაკოს

IMG_20130702_170325

მაკო, მაკო, მაკო

გ-ი-ლო-ცა-ვ!!! მრავალს მრავალს დაესწარი… ძალიან მენატრები და ძალიან მინდა ეხლა მანდ. შენი შარშანდელი დაბადების დღე გამახსენდა, გენიალური ტორტით))

გკოცნი და იმედია წელსაც კარგად გაერთობი, საერთოდ, მე რას მიყურებ და უფრო გაერთ, თუ კაია 🙂

გკოცნი ბევრს და მენატრები,

პატარა

IMG_20130702_184550

Sun Dro-ს

სუნ დრიკ,

IMG_4234

შენთანაც მოვიდა აი ჩემი ღია ბარათი.

რამოდენიმე დღის წინ ძველ სიმღერებში ქექვა გადავწყვიტე და შენი ძველი რაღაც-რუღაცეები ამოვქექე – აი  song of other songs და sputnik that I missed. და დღეს გამახსენდა და დავფიქრდი და იმ დროინდელი არაა, როცა გაგიცანი? რამდენი ხნის წინ იყო, 5 წლის წინ, თუ რაღაც? ქერა კულულები რომ გქონდა და შენზე პატარა პრინცის ასოციაცია რომ გამიჩნდა J და რადიოსთვის ამინდის პროგნოზის რეპეტიციას რომ გადიოდი კოჯრიდან თბილისისკენ გზაზე (სხვა რომ არაფერი გავიხსენო მაგ დღიდან)

დიდი ხანია მგონი ახალი არაფერი დაგიწერია (თუ რაც ქვია) ან ჩემთვის არ გამომიგზავნია. დამაკლდა უცებ რამე ახალი შენგან – მიდდი, მიდდი რა Sun Dro! ^^ (რეკლამასაც გიწევ აქ თან, ჩემს ღია ღია ბარათების სამფლობელოში და fake empire-ში)

გკოცნი ბევრს,

ბარიამი (ამ სახელზე საავტორო უფლებები შენია კია)