Born in Stars We Live on Earth as Poets

დაპირება დაპირებააო, სანამ სინდისი გიღალატებს, რასაც დაპირდები (შენს თავს ან სხვას) უნდა შეასრულოო, თქმულა ოდითგანვე. და ამიტომ აგერ მე, თქვენი მონა-მორჩილი, ვიწყებ შემდეგი ბლოგ-პოსტის წერას.

სათაური ვენაში ერთ-ერთი ადგილის შესასვლელში გაკეთებულმა წარწერამ მიკარნახა. გენიალური ადგილია, MuseumsQuartier, მუზეუმების კვარტალი?! ან როგორც ითარგმნება. დიიიდი, დიიიიიდი ეზოსავით, სხვადახვა კუთხეებით და მუზეუმებით, კაფეებით, ბევრი გარეთ დასაჯდომი ადგილებით და ა.შ. მოკლედ, ძალიან კარგი, ლამაზი და საინტერესო ადგილი. მაგრამ ნუ თან თავისებურად ტურისტულიც

ჰმმ.. სათაური კი მიკარნახა წარწერამ, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, რაზე დავწერო.. მოდი, იმაზე დავწერ, რომ არ ვიცი რაზე დავწერო და იქნებ რამე გამოვიდეს :სპონტანურობამისდღემჩი:

ჩემს მეგობრებს შეიძლება ახსოვთ ჩემი პატარა ბლოკნოტი, ჯერ კიდევ ბერლინში ნაყიდი ორი წლის წინ (ძალიან ცუდ დღეშია და მრცხვენია ფოტოს დადება და ამიტომ ვიზუალიზაციის გარეშე შემოვიფარგლები, თუ გახსოვთ –  გახსოვთ, თუ არადა – არაუშავს).

ამ ბლოკნოტში ბევრი რამე მიწერია: ჯერ თავიდან სამსახურისთვის ვიყენებდი, სხვადასხვა თუ-დუ ლისტებით და შენიშვნებით იწყება, მაგრამ მერე მალევე შევეშვი. მივხვდი, რომ პატარა იყო ძალიან და თან ლამაზი და დასანანი იყო მისი ამ მიზნით გამოყენება და გადავედი იმ თურქულ მაიმუნობაში, სამსახურში რომ მიყიდეს.

მერე ჯიპას პირველი დღის ჩანაწერები მოდის. აქაც მალევე შევეშვი, ძალიან პატარა იყო მაგისთვის და მალევე ლამაზი, მწვანე და რაც მთავარია დიიიიდი ბლოკნოტი ვიყიდე ჯიპასთვინ

(უი, კიდევ დაად-ზე მინდოდა ეტყობა შეტანა, და საბუთების ჩექლისტიც იქვეა)

ამას მოყვება ფესტივალის მზადებისთვის იდეების ჩამონათვალი და კონცეფციის პირველადი მონახაზი. მაგრამ ორი-სამი გვერდის მერე ესეც მთავრდება, მარტივი მიზეზის გამო: საბოლოოდ მაინც ვერ მოვაბით თავი, ამის ორგანიზება აგვეღო ჩვენს თავზე (სერიიდან: ეს დაკავებული ხალხი)

ჩემი ბლოკნოტის ფორმალური ნაწილი ეუთოს რამოდენიმე ნომრით და მსგავსი ინფოთი მთავრდება, ისევე როგორც ჩემი ამ წლის ისტორიაც (ჯერჯერობით)

არ ვიცი ამდენი რატომ ვწერე ჩემი ბლოკნოტის შინაარსის ამ ნაწილზე, ალბათ ყველას გგონიათ, რომ ამაზე მინდოდა დამეწერა.. არადა, არა..

ჩემი ბლოკნოტის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი სხვადასხვა დროს თავში დარტყმული ფრაზების, იდეების, აზრების ჩანაწერებია.

ყველას გვემართება ხოლმე, როდესაც სრულიად მოულოდნელ მომენტში რაღაცას შენიშნავ, ან რაღაც გაგახსენდება, ან უბრალოდ რაღაც წვრილმანი მოხდება, რაც გინდა რომ სულ გახსოვდეს. სხვების არ ვიცი, და მე ხშირად მენთება ნათურა და სანამ ჩაქრება, ვცდილობ ჩავწერო ხოლმე (ხშირად არ ვაკეთებ მაინც ამას… სამწუხაროდ). ხოდა, ამიტომ ხდება, რომ ბლოკნოტში, კომპის ნოუთებში, ტელეფონის ნოუთებში ან სრულიად არაადეკვატურ ადგილებში ჩემი ნათურების კვალს ვტოვებ ხოლმე.

ხანდახან ისეთ ჩანაწერებსაც ვტოვებ, რაზეც მინდა მერე დავწერო და უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს.. მაგრამ როგორც თქვენ ნახეთ მაგათზე დაწერილები, ეგრე მეც

კიდევ ძალიან კარგი სია მაქვს ჩემი და ჩემი მეგობრების სხვადასხვა ფრაზების – რომ არ დამავიწყდეს და თან შემთხვევით თუ გადავშალე, რომ გავხალისდე.

ნამდვილად ვერ დავიბრალებ, რომ ძალიან გასაგები, ან საინტერესო ან მითუმეტეს ადეკვატური ჩანაწერია ყველა, მაგრამ ჩემთვის ყველას თავისებური მნიშვნელობა აქვს – რადგან ჩავიწერე ე.ი. ის მომენტი მინდოდა დამემახსოვრებინა. და მგონი, ეს უკვე რაღაც ვარიანტში მნიშვნელოვანია..

მოკლედ, არ ვიცი, ამდენი რატომ ვწერე ჩემს პატარა ბლოკნოტზე, რომელიც აგერ უკვე ერთი წელია მიძლებს გმირულად…

არც კი ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ მეც ხომ უნდა მეცა ჩემი მხრიდან პატივი?! ბოლოს და ბოლოს, ეს ერთ-ერთი იმ ნივთთაგანია, რომელიც სულ თან მაქვს და როგორც აქვე ირკვევა თან, ბევრს ყვება ჩემზე 8)

 

IMG_3594

ზემოთ აღნიშნულმა სინდისმა დათმო პოზიციები და მაინც განახებთ ფოტოს (ბოლოს და ბოლოს, მთელი ბლოგ-პოსტი მივუძღვენი და)

 

მოკლედ, არ ვიცი, საიდან დავიწყე და სად დავამთავრე… და საერთო ჯამში რა გამოვიდა. რისი თქმა მინდოდა ან რატომ გადავწყვიტე, რომ საერთოდ საინტერესოა ეს ყველაფერი

პოსტის სათაური ყველა ადამიანს გვეხება, და მეც ალბათ ჩემებურად ვამართლებ მაგასაც (თუნდაც ამ ჩანაწერით)

რავიცი, რავიცი…

სერიიდან: ბოდვაჲ საკვირველი @Airport

Well, something’s lost and something gained, in living everyday…  ამ სიმღერას ვუსმენ და ალბათ ამიტომ ვიწყებ ზუსტად ამ ციტატით. ან უბრალოდ განწყობასაც დაემთხვა და მაგიტომ მომინდა ესე დამეწყო? (რაც არ ვიცი, არ ვიცი)

თბილისის დროით 07:48 (საათი ჯერ არ გადამიყენებია), სტამბულის დროით კიდევ 06:48, სტამბულის Sabhina Gocken აეროპორტი, 201B Gate.

გასაყვანი ჯერ კიდევ 5 საათია.

ბატარეა 9%-ზეა, არ ვიცი რამდენის დაბეჭდვას მოვასწრებ, ალბათ ხელით გავაგრძელებ წერას, ან კიდევ გადავდებ. მაგრამ ამ ჩანაწერს აუცილებლად გავაკეთებ აქ:

აეროპორტში შემთხვევით ნამდვილად არ აღმოვჩნდი,

აქ ბატარეა დაჯდა, წერას ჩემს პატარა ბლოკნოტში ვაგრძელებ.

როგორც ვთქვი, აეროპორტში შემთხვევით არ აღვმოჩენილვარ. (რა საინტერესოა ის, ვინც აეროპორტში აღმოჩნდება ხოლმე შემთხვევით?!)

5 საათში ვენისკენ გავფრინდები, წესით საინტერესო ამბები მელოდება წინ. გადაწყვეტილი მაქვს, უფრო ხშირად ვწერო ხოლმე აქ. და საერთოდ მეტი ვწერო ხოლმე, იმიტომ, რომ ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როცა იცი, რომ მერე მაგაზე დაწერ.

გუშინ ჟირაფ-farewell-party მოაწყვეს ბავშვებმა. მანამდეც სიურპრიზებით და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღეები იყო – რა კარგია, როცა იცი, როგორი გადასარევი ხალხი გყავს გარშემო.

აქვე სრულება ბოდვა (დაღლილობის გამო) იმის დაპირებით, რომ კიდევ დავწერ ხოლმე :ბოდვასარმოგაკლებთ:

…და ობიექტური მიზეზების გამო ჩანაწერი 3 დღის მერე ქვეყნდება

საუკეთესო სურვილებით,

თქვენი მარიამი, ბარიამი, ჩუსტი და კიდევ ვისთვის რა და ვისთვის რა

17.04.2013, ნუიშტიფთგასე

 

 

the moment you know, you know, you know

***

ეს პროტესტია?! თუ ვიღაცა მხოლოდ ხმაურობს?!

სურს ეპატაჟი, გამოჩენა, აურზაური,

უნდა სახელით და დიდებით იმოგზაუროს,

რა ეპოქაა, ბანალური, თან უცნაური.

რა ეპოქაა, ცვლილებებით არაფერს არ ვცვლით,

ჩვენი სამყარო ნელ-ნელა, თან სწრაფად ხუნდება,

რა უნდა ვთხოვოთ, ცარიელს და ვნებისგან დაცლილს,

ასე ნელ-ნელა ვხურდავდებით წვრილ-წვრილ ხურდებად.

მეც ვწერ უბრალოდ, არ ვკითხულობ არასდროს მორალს,

არ მომირგია მასწავლებლის თუ მოძღვრის როლი,

მაინც ვინ იცის როგორ უნდა ვიცხოვროდ სწორად,

ანდა რას ჰქვია, ეს ოხერი, ცხოვრება სწორი.

გაგა ნახუცრიშვილი

გულმა არ/ვერ მომითმინა რომ არ “დამებლოგა”