ორი ჭუჭულის (და ბელადის) ისტორია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი იხვის ჭუჭული. ნუ, მარტო ერთი ხომ არ იქნებოდა და ამიტომ იყო მეორე იხვის ჭუჭულიც.

იხვის ჭუჭულები ადრე ერთ ტბასთან ცხოვრობდნენ და იქ დამეგობრდნენ, მერე კიდევ სხვადასხვა ტბებთან მოუწიათ წასვლა.

თუმცა, რისი მეგობრები იყვნენ ერთმანეთთან სტუმრად რომ არ წასულიყვნენ. ამიტომ, ერთ დღეს ერთმა ჭუჭულმა აკრიფა გუდა-ნაბადი და ესტუმრა მეორეს.

ტბა დიდი იყო, ლამაზი და საინტერესო. მეორე სანაპიროზე იქ მცხოვრები ჭუჭულიც არ იყო ნამყოფი (მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისი დრო იყო რაც იქ ცხოვრობდა). მაგრამ სადაც იცოდა იქ ყველგან მოატარა თავისი მეგობარი და ტბის ყველაზე ლამაზი, საინტერესო და გრილი (!) ადგილები აჩვენა.

ერთ საღამოს ჭუჭულებმა ერთ-ერთ იქაურთან ერთად ივახშმეს, რომელიც იქაურმა ჭუჭულმა მეგობრისგან გაიცნო ადრე. თურმე აღმოჩნდა რომ ის ნამდვილი ბელადი ყოფილა. არც მეტი, არც ნაკლები – ბელადი.

ბელადმა გადაწყვიტა, რომ დასანანი იქნებოდა ჭუჭულებს ტბის მეორე მხარე არ ენახა და შესთავაზა მათ იქით გაეცურათ.

ნამდვილი ბელადები ძალიან სწრაფად ცურავენ ამიტომ ჭუჭულებს ბელადმა მალე გადაასწრო. მაგრამ უკან ყოველთვის იყურებოდა, რომ გადაემოწმებინა, მოყვებოდნენ თუ არა უკან პატარა იხვები.

მეორე სანაპირო არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა, ჭუჭულებმა ბელადთან ერთად ბევრი ახალი ადგილები დაათვალიერეს და საღამოს სახლის გზას გაუდგნენ.

იმ ღამეს ორივე ჭუჭულს კარგად დაეძინა.

…მეორე დღე კიდევ უკვე მეორე დღე იყო. და მანამდე კიდევ წინა დღეებინ წინა დღეები იყვნენ. თავისი მსხალი-მანქანებით, საგზაო ნიშნებით, ველოსიპედებით და ბევრი ნაყინებით.

ვინმე ამ ჩანაწერში აზრიან რამეს თუ მოელოდით, მე მაპატიეთ, მგონი მარტო იმის თქმა მინდოდა რომ კარგი იყო თათას აქ ყოფნა. და ჭუჭული და ბელადი რა მოსატანი იყო, ეგეც ცალკე ამბავია.

IMG_4219

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s