Making All Our Somewhere Plans (for Somebody)

 IMG_8262

Мы обიაзател“მიახკი ზნაკი“но встретимсია слыи менია, проститам куда ухоу весна, ია знаю ты смоჟეშ менია найти, не оставайсია одна

ეს აქვე, ალბათ უფრო მეტი არაადეკვატურობისთვის, თორემ იმასთან არაფერ კავშირში არაა, რაზეც ვაპირებ რომ დავწერო

უბრალოდ დაემთხვა რომ ამ სიმღერის ფონზე დავიწყე წერა და თითებმაც უკითხავად აახმაურეს რუსული კლავიატურა (რომელიც რა ვქნა, რომ დღემდე ვერ ვისწავლე, ლათინურს მორგებული კლავიატურა მაქვს :რისთვისაც დიდი მადლობა sun dro-ს: , მაგრამ ყველა ლათინურისგან განსხვავებულ ასოზე ვიჭედები და  რადგან დღეს ყველა შესაძლო ვარიანტის მოძებნა მეზარება, გამოტოვებულ ასოებს ქართულით შევავსებ)

არაადეკვატურობასაც თავისი ზომა-წონა აქვსო ამბობენ და ამიტომ შევეშვები ამ თემას (თქვენის ნებართვით) და იმაზე გადავალ, რაზეც ვფიქრობდი თავიდან, რომ დამეწერა

დასაწყისისთვის ვიკიპედიას ვეწვიოთ: http://en.wikipedia.org/wiki/Wachau

ეს ისე, განწყობა რომ შევიქმნათ და წარმოდგენა კიდევ…

IMG_8258

ეხლა კიდევ ჩემთან დავბრუნდეთ.

კრემსში წასვლის იდეა შაბათს გაჩნდა. ჩემი თანამშრომლის მეგობარმა შემოგვთავაზა, რამოდენიმე ნაცნობი მიდიოდა და ხვალ შევხედოთ, თუ არ დაგვეზარა, წავიდეთ-თქო ესე გადავწყვიტეთ საბოლოოდ. (ნუ, წარმოიდგინეთ ალბათ რომ ორი იტალიელი და ერთი ქართველი წინა დღესაც კი არ გადავხედავდით ჩვენს გეგმებს და არ გავხსნიდით ორგანაიზერებს, რომ კარგად და საფუძვლიანად დაგვეგეგმა რამე)

კვირა დილას მზემ რომ გამაღვიძა, მივხვდი რომ ალბათ მაინც წასვლას გადავწყვეტდით და ესე ერთ საათში ტელეფონიც ახმაურდა (პარა რა რა პამ პა, პარა რა რა პამ პა)

ავიღე ფოტოაპარატი, წყალი, ჟაკეტი და წავედი ))

IMG_8358

მოკლედ, ის წინა ვიკიპედიის გვერდი იმიტომ დავდე, რომ ზუსტად არ დავიწყო ახსნა სად წავედი. ორი სიტყვით რომ ვთქვა, დუნაის სანაპიროზე ვენახების ულამაზეს სამფლობელოში ამოვყავი თავი.

კრემსი შედარებით დიდი ქალაქია, მაგრამ ჩვენ არც გავჩერებულვართ იქ და უფრო პატარა სოფელში წავედით.

მერე იყო იქაურობის სილამაზისგან დამუნჯება, ღვინის დეგუსტაცია, იქაურობის სილამაზისგან გაოცება, ისევ ღვინის დეგუსტაცია, მერე ფრაზები, როგორიცაა: „აქ ვიცხოვრებდი სიამოვნებით“, მერე ისევ ღვინის დეგუსტაცია, მერე ისევ ფრაზები, ამჯერად რაღაც ამის მსგავსი „აქ რომ ცხოვრობენ ალბათ რა ბედნიერები არიან“, მერე ისევ თავდაჯერებული სახეებით ღვინის გასინჯვა, და ისევ ამ საოცრად ლამაზი პატარა ქალაქით თუ სოფლით გაოცება.

IMG_8303

არა, აი მართლა საოცარი იყო )) ლამაზი ბუნება, საყვარელი სახლები და ქუჩები, თოჯინების სახლები და თოჯინების ქალაქი, ამინდიც კარგი დაგვემთხვა და ნუ გაზაფხულმაც თავისთავად თავისი გააკეთა. ყველა ყვავილი და ყველა ხე ყვაოდა, გარშემო კიდევ მთები იყო, მწვანე, მწვანე და იქვე დუნაიც მოჩხრიალებდა. მეტი რაღა ყოფილიყო

დღის ბოლოს ბოდიალში, სანამ სხვები იქაურ ეკლესიას ათვალიერებდნენ ცოტა ზევითაც ავცოცდი და ძალიან კარგი ადგილი ვიპოვე, ვენახებში და ქალაქზე ხედით

IMG_8351

მოკლედ, გენიალური, გენიალური, გენიალური

სხვა არაფერი მეთქმის ამ ადგილზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s